ზემო კაჭრეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობსსოფელ კაჭრეთის და ზემო კაჭრეთის შემაერთებელი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს და მას შ.პ.ს "იბერი" ასრულებს. მთლიანად მოასფალტდება 4100 მეტრი სიგრძის გზა, 112 მეტრზე გაიწმინდება სანიაღვრე, 942 მეტრზე მოეწყობა ახალი რკინა-ბეტონის სანიაღვრე და 547 მეტრზე _ ბორდიური.
 
დაუთმე გზა ქვეითს გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა, აქცია "დაუთმე გზა ქვეითს" მოაწყეს. მოსწავლეებმა ნონეშვილის გამზირზე მდებარე ყველა ზებრა გადასასვლელით ისარგებლეს და მძღოლებს საჩუქრად საჰაერო ბუშტები გადასცეს. აქციის მიზანი მძღოლებისთვის საგზაო მოძრაობის წესების და ქვეითებისთვის გზის დათმობის ვალდებულების შეხსენება იყო.
აქციის დასრულების შემდეგ საზაფხულო სკოლის მოსწავლეებმა საგზაო მოძრაობის წესებზე იმსჯელეს.
 
გურჯაანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. მოეწყო დისკუსია და გამოფენა რომლის თემაც დამოუკიდებლობის დღე და "ვეფხისტყაოსანი" იყო. იდეა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც დამოუკიდებლობის დღესთან ერთად აღინიშნა შოთა რუსთაველის 850-ე საიუბილეო წელი. ღონისძიების ბოლოს ანსამბლ "ხარების" ბიჭუნათა ფოლკლორული გუნდის და კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლ "ჰანგების" მომღელებმა პატრიოტული სიმღერები შეასრულეს .

გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს!
 
13 მაისს, 10 საათიდან, ქ. გურჯაანში, მარჯანიშვილის 35-ში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ ალ. ალადაშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი “ საქველმოქმედო აქციას გამართავენ. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ ლაბორატორიული, დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიიღონ მეან-გინეკოლოგის, თერაპევტის, კარდეოლოგის, უროლოგის , ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ზოგადი ქირურგის, ყბა-სახის ქირურქგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, მამოლოგის, სისხლძარღვთა ქირურგის, ოფთალმოლოგის, ტრავმატოლოგის, დერმატოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის და პედიატრის კონსულტაცია.
პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტები.
აქცია საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის მხარდაჭერით ტარდება.
 


მიმდინარე წლის 13-14 მაისს, 18:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში გაიმართება დასახლების საერთო კრება.

კრება გაიმართება სოფელ ვაჩნაძიანის კლუბში.

კრებაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

1. სოფელ ვაჩნაძიანის საფეხბურთო მოედნის კეთილმოწყობის საკითხი;

2. საფეხბურთო მოედნის ტერიტორიის მიმდებარედ სკვერის მოწყობის საკითხი;

3. სოფლის ტერიტორიის სანაგვე ურნებით აღჭურვის საკითხი.

 
აღმოსავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ხელმძღვანელობა გაცნობებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში გახშირდა მატარებლების პირუტყვთან შეჯახების ფაქტები, რაც გამოწვეულია ლიანდაგებზე პირუტყვის გადარეკვისა და ლიანდაგების მიმდებარე ტერიტორიაზე პირუტყვის ძოვების წესების დარღვევით.
რკინიგზის გადასასვლელების მოწყობისა და მომსახურების ინსტრუქციის თანახმად შემოუღობავი რკინიგზის მიწის ვაკისიდან 300 მეტრზე ნებადართულია მხოლოდ დაბმული საქონლის ძოვება და გადარეკვა, ხოლო 2000 მეტრამდე დაშორებით რკინიგზის ლიანდაგიდან პირუტყვი უნდა იმყოფებოდეს ზედამხედველობის ქვეშ.
არნიშნული წესების დარღვევა რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათ კოდექსის მე-10 თავის 106-ე მუხლით
 
მიმდინარე წლის 25(14:00 სთ) , 27(14 სთ) და 28(14 სთ) აპრილს, გურჯაანში არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის, USAID-ის, და ICMA-ის ორგანიზებით, მყარი ნარჩენების მართვის გეგმის საჯარო განხილვა მოეწყობა. პროგრამა საქართველოს ორ რეგიონში კახეთსა და აჭარაში ხორციელდება.
პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნესს, თემებსა და მუნიციპალიტეტებს ნარჩნების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებაში.
25 აპრილი, 14:00 სთ - შეხვედრა საჯარო სექტორთან
27 აპრილი, 14:00 სთ - შეხვედრა ბიზნეს სექტორთან
28 აპრილი, 14:00 სთ - შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: +995322434522 /23 /24
 
საუკუნის მკვლელობა შემოქმედებითი გაერთიანება "ეროვნული იმპერატივი", ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 21 აპრილს გურჯაანის კულტურის ცენტრის სცენაზე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის ფარგლებში წარმოგიდგენთ სპექტაკლს და გამოფენას "საუკუნის მკვლელობა".
ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით ტარდება.
დასაწყისი 17:00 სთ.
დასწრება თავისუფალია!
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს
________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება 20.03.2017წ. 15:00 - 04.04.2017წ. 15:00

1) განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:

_ ქ. გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 780,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.51.067. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 5 335 (ხუთი ათას სამას ოცდა თხუთმეტი) ლარი. `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 1 601 (ერთი ათას ექვსას ერთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 267 (ორას სამოცდა შვიდი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში. ფართი თავისუფალია.

 
აუქციონის დაწყება - დამთავრება 16.03.2017წ. 17:00 – 31.03.2017წ. 15:00


1. ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული, სოფელ გურჯაანში მდებარე 1400,0 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი - 51.10.72.267. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 700 (შვიდასი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 210 (ორას ათი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 35 (ოცდა თხუთმეტი) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ გურჯაანში, საცხოვრებელი სახლებს შორის. ფართი თავისუფალია.

 
უკან წინ